პროექტი
,,ქამელეონი’’
სახელწოდება: ფერი სამყაროს ერთ-ერთი საოცრებაა
აქტუალობა: ნივთიერებათა ფერების ცვლილების დაკავშირება ქიმიურ -ბიოლოგიურ-ფიზიკურ პროცესებთან
აქტუალობა: ნივთიერებათა ფერების ცვლილების დაკავშირება ქიმიურ -ბიოლოგიურ-ფიზიკურ პროცესებთან
პროექტის მიზანი: მოსწავლეებში გუნდური მუშაობის უნარის ფორმირება,დაკვირვების, კრიტიკული აზროვნების,ანალიზის, მარტივი ექსპერიმენტების ჩატარებით კვლევის, დასკვნის გამოტანისა და პრეზენტაციის უნარის გამომუშავება.
მონაწილეთა ასაკი: 11- 12-16 წლის (VI-Xკლ)
ხანგრძლივობა: 3 საათი
პ პროექტის მსვლელბა/ძირითადი აქტივობები/: მოსწავლეებს ვანახებ ვიდეო ფილმს ,, ქამელეონი’’ http://www.youtube.com/watch?v=X0R8G-sfYTU www.youtube.com/watch?v=-VGoelJvnso სადაც აღწერილია ქამელეონის რეაგირება გარემო პირობებზე
მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად
დავალების განაწილება ჯგუფების მიხედვით:
ჯგუფი I ( IX-X)კლ
შეუსაბამონ ქიმიურ პროცესებს ნანახი ფილმი და ინდიკატორების მჟავებისა და ტუტეების გამოყენებით ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტი,
წარადგინონ პრეზენტაცია
ჯგუფი II (VII-VII)
შეუსაბამონ ბიოლოგიურ პროცესებს ნანახი ფილმი
გააანალიზონ მცენარეთა ფოთლებში გაზაფხულიდან ზაფხულამდე მიმდინარე პროცესები
წარმოადგინონ პრეზენტაცია
ჯგუფი III (VI)
ფილმის საფუძველზე წარმოადგინონ პრეზენტაცია ,,ცისარტყელას ფერები’’
რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატები, ფერადი ფურცლები, გუაში, ფუნჯი, სინჯარები, ინდიკატორები ლაკმუსი, ფენოლფტალეინი, მჟავა, ტუტე
მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი.
საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში: ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, ხელოვნება
პროექტის ხელმძღვანელი: ირინა სოსელია
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კლუბი
Комментариев нет:
Отправить комментарий